დავით ნარმანია: ყველაფერი მზად არის, რომ ოლიმპიადისთვის ჩამოსულ თითოეულ სტუმარს ღირსეულად დავხვდეთ

ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ღირსეულად დავხვდეთ თითოეულ სტუმარს, ვინც ჩამოვა თბილისში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ევროპის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანიას თქმით, თბილისი მზად არის, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს სათანადოდ დახვდეს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ვუმასპინძლოთ სათანადოდ და გავუშვათ ისინი დედაქალაქიდან ისეთი კმაყოფილები, რომ მათ შემდგომშიც ჰქონდეთ დაბრუნების სურვილი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქალაქის მერი, მეჩირაღდნეები, სპორტსმენები და მოხალისეები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები, სადაც ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ზოლთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია-გადაადგილებაზე შეზღუდვა 20 ივლისამდე გაგრძელდება
შემდეგი სტატიაირაკლი ტაბლიაშვილი–”დანის პირზე სიარულისას ომი ცხელ ფაზაში არ უნდა გადავზარდოთ”