საოკუპაციო ზოლთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია-გადაადგილებაზე შეზღუდვა 20 ივლისამდე გაგრძელდება

საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები დღეს დილიდან მიიღეს. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს და რუსი სამხედროების მოქმედებების გასაპროტესტებლად ჩასულ ჯგუფებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს. მიზეზად პროვოკაციების თავიდან აცილება დასახელდა. სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებაზე შეზღუდვა 20 ივლისამდე გაგრძელდება. შემდგომი ნაბიჯები კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა შედეგით დასრულდება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე სხდომა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც “თავისუფალი ზონის” წევრებს პოლიციამ სოფელ ორჭოსანთან საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. სიტყვიერ შელაპარაკებას, მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციამ მოძრაობის 5 აქტივისტი დააკავა.

 

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა მიაღწია მიზანს და ქართული საზოგადოების ნაწილი პროვოკაციას წამოაგო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ყველაფერი მზად არის, რომ ოლიმპიადისთვის ჩამოსულ თითოეულ სტუმარს ღირსეულად დავხვდეთ