დავით ნარმანია: საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია აქვთ

საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტასთან დაკავშირებით, რომელიც “პანორამა თბილისის” პროექტს ეხება დავით ნარმანია კომენტარს აკეთებს. თბილისის მერი ამბობს, რომ იუნესკოს კონსულტანტ ორგანიზაციებს პროექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და პანორამა თბილისი არ შეჩერდება.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული. მათი დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც უზრუნველყოფს, რომ ისინი ამ პროექტის აუცილებლობასა და აქტუალობაში დარწმუნდებიან. ეს არ არის პროექტი, რომელიც რამეს ვნებს, პირიქით, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის
შემდეგი სტატიაზურაბ ხარატიშვილი: ოპოზიცია ძალიან ახლოს არის იმ ზღვართან, რომ დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს