ეკა ბესელია: დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის

დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის.
“დავით საგანელიძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, მისი პარლამენტში ყოფნა საჭირო იყო პარლამენტისთვის და პოლიტიკური პროცესებისთვის, მაგრამ საჭიროა იქაც, სადაც მან ეს შეთავაზება მიიღო”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაია: ხალხის მიერ არჩეული გამგებელი ვარ და ალბათ სავარაუდოდ ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს შუა გზაზე
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია აქვთ