დავით ნარმანია ლექვინაძესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

ქალაქის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ აპირებს ვიცე-მერის პოსტი შესთავაზოს ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს და მასთან კონსულტაციებიც უკვე მიმდინარეობს.

„კონსულტაციები გვაქვს ირაკლი ლექვინაძესთან, ის არის ძალიან გამოცდილი კადრი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვაპირებთ, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – ამბობს დავით ნარმანია, თუმცა არ აკონკრეტებს ირაკლი ლექვინაძისთვის ახალი ვიცე-მერის პოსტს შექმნის თუ რომელიმე მოადგილის ჩანაცვლებას აპირებს.

დღესვე დავით ნარმანიამ კორუფციის ბრალდებით დაკავებულებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით დედაქალაქის მთავრობაში კიდევ სხვა პირებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრული არ არის.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო