დავით ნარმანია: არ გვაქვს ილუზია, რომ მოვახდენთ საცობებისგან ქალაქის მთლიანად განტვირთვას

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნათხოვარი მანქანით დადის, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მერიის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხს უპასუხა.

“ჩვენ რაც დაგვხვდა, ისევ იმ მანქანებით დავდივართ, უბრალოდ ბიუჯეტში ამ თანხებს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მანქანები ზოგჯერ გამოდის მწყობრიდან და თუ არ შევაკეთეთ, მაშინ შეუძლებელი გახდება იმ საქმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ. პირადად მე კი ნათხოვარი მანქანით დავდივარ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ საწვავის ლიმიტებზე თანხები დაზოგა.

დავით ნარმანია გამოვიდა ინიციატივით, სამ თვეში ერთხელ მივიდეს და საკრებულოს ჩააბაროს ანგარიში მერიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი თემა, რაზეც დედაქალაქის მერმა გაამახვილა ყურადღება, ეს არის საცობები. საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ აქვს მერიას კონკრეტული გეგმა ქალაქის საცობებისგან განტვირთვასთან დაკავშირებით. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საცობების თემა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

“ჩვენ გავააქტიურებთ ამ მუშაობას. იქნება გეგმაც წარმოდგენილი. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მოვახდენთ საცობებისგან ქალაქის მთლიანად განტვირთვას. კონსულტაციებს გავდივართ უცხოელებთან იმისთვის, რომ თბილისი გახდეს მომავლის ქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერს მოუწია განმარტება იმასთან დაკავშირებით, მართავს თუ არა “სუსი” დედაქალაქის მერიას. ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს შეკითხვა სასაცილოა. “მართავს თუ არა თბილისის მერიას სუსი – ამ შეკითხვაზე პასუხს, სხვა ფორმატში რომ ვიყოთ, ამაზე ანეკდოტს მოვყვებოდი, მაგრამ აქ ეს ფორმატი არ არის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა გზების ხარისხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის პერიოდში დედაქალაქის მხოლო ორი გზის შეკეთება მოხდა წვიმიან ამინდში და ეს საკითხი უკვე გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებთან, რათა მოხდეს მისი
შესწავლა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს შემხებლობა არ აქვს
შემდეგი სტატიაასეთი ანგელა თქვენ არ გინახავთ … (ფოტოგალერეა)