ირაკლი შოთაძე: ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს შემხებლობა არ აქვს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის კავშირს უარყოფს.

შოთაძე ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალების თაობაზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეზე ოფიციალურ კომეტარს ჯერჯერობით არ აკეთებს

“საუბარია საკმაოდ კარგად ორგანიზებულ მკვლელობაზე. შესაბამისად ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ რაღაც კომენტარებისგან. მეც მოვისმინე ბევრი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალური კომენტარისგან, თუ რა დეტალებია დადგენილი საქმეში თავს იკავებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს შემხებლობა არ აქვს”, – განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება შალვა აბულაძის სამძებრო სამუშაოებს, ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა და შსს-ს მისი ადგილსამყოფელის დასადგენად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები შეკრებილი, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ მკვლელობა შალვა აბულაძის მიერაა ჩადენილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: არ გვაქვს ილუზია, რომ მოვახდენთ საცობებისგან ქალაქის მთლიანად განტვირთვას