დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვაშინგტონში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან მაიკლ კარპენტერთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯონ ჰეფერნთან, ასევე, სენატორებთან-ჯონ კორნინთან(რესპუბლიკური პარტია) და ბენჯამინ კარდინთან(დემოკრატიული პარტია). შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, საგარეო საფრთხეები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კერძოდ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ამერიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მზაობა ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით საქართველოსხელშეწყობის თაობაზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი 8 ივლისს ამერიკელ კონგრსმენებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში დიკუსია ატლანტიკურ საბჭოში.

banner
წინა სტატიაშითემქაზე, საგზაო სამუშაოების წარმოებისას, წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა
შემდეგი სტატიააიკრძალოს უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა საქართველოში