თემქაზე, საგზაო სამუშაოების წარმოებისას, წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა

GWP

თემქაზე, თბილისის ზღვის ასახვევთან, საგზაო სამუშაოების განხორციელებისას, გზების მშენებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალი დააზიანა.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ოპერატიულად დაკეტეს მარეგულირებელი ურდულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ავარიის გამო წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს დიღმის მასივს, თემქის დასახლების, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ნაწილს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებელს მოგვიანებით მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშზე 24 225 238 ლარი, 733 649 დოლარი და 64 762 ევროა ჩარიცხული
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს