გურჯაანის გამგეობასთან ოთხი სოფლის მოსახლეობა ყურძენზე დაბალ ფასებს აპროტესტებს

ადგილზე შეკრებილმა მევენაახებმა გუურჯაანის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ყურძნის ფასი მიზერულია და თუ მისი ღირებულება მინიმუმ 1 ლარამდე არ გაიზრდება, მოსავალს აღარ დაკრეფენ.

მევენაახეების ერთი ნაწილი ვაზის გაჩეხვით იმუქრება. ისინი ხელისუფლებისა და საკოორდინაციო შტაბისგან ფასების დარეგულირებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა, თუმცა რაიმე სახის მოლაპარაკება ჯერ-ჯერობით არ შემდგარა.

დღეიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მიღება ოთხმა კომპანიამ დაიწყო – დედფოლისწყაროში, სიღნაღში, ჭანდარსა და გურჯაანში.

რაც შეეხება ფასებს რქაწითელზე 70 თეთრი, ხოლო საფერავზე 85 თეთრი განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაში“ბევრი საოცნებო ტელევიზია გაქვთ და იქ გაუშვით სიუჟეტები დაკვეთით!!!”
შემდეგი სტატია„ვენახის მოვლის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – დავით თამარაშვილი