,,პრემიერმა ნათლად და მკაფიოდ მიუტანა საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხის გზავნილი”

საქართველოს პრემიერის გამოსვლა გარო-ში იყო ძალიან სოლიდური გამოსვლა- ასე შეაფასა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრის გაერო-ს ასაბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა.
ხადურის განცხადებით, ღარიბაშვილმა ძალიან კარგად გაუსვა ხაზი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.
“ეს იყო მართლა ძალიან სოლიდური გამოსვლა, რომელმაც მოიცვა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს. საქართველოს პრემიერმა ძალიან კარგად წარადგინა საქართველო, მისი პოტენციალი. ასევე, ძალიან კარგად გაუსვა ხაზი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას”, – -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ჟურნალისტებთან პრემიერის გაერო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა მოკლედ შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც.
“პრემიერ-მინისტრმა ნათლად და მკაფიოდ მიუტანა საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხის გზავნილი”, -განაცხადა შსს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაგორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა