გობეჯიშვილის შემცვლელი დელეგატიც მხარს რეზი არველაძეს უჭერს

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ახალი დელეგატის ზურა პეტრიაშვილის თქმით, ის არჩევნებში მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძეს დაუჭერს.

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არველაძეს დიდი გამოცდილება აქვს ფედერაციაში და ის აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის.

„დიდი ხანია ვიცნობ რეზის. მისი შრომისმოყვარეობიდან და პატიოსნებიდან გამომდინარე, მე მხარს ვუჭერ მას. მასთან პირადი საუბრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ის აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ექიმები საზღვრებს გარეთ”: აშშ-ს იცოდა საავადმყოფოს კოორდინატები
შემდეგი სტატია35 დელეგატმა რეგისტრაცია გაიარა