35 დელეგატმა რეგისტრაცია გაიარა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დელეგატთა რეგისტრაცია ამ წუთებში დასრულდა. რეგისტრაცია 35-ვე დელეგატმა გაიარა.

მათ შორის, რეგისტრაცია გაიარა ზურაბ პეტრიაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის სასამართლოდან გათავისუფლებული ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ახალი დელეგატი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი შეცვალა.

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დაიწყება ყრილობა. ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამების შემდეგ, დელეგატები ფედერაციის პრეზიდენტობის 3 კანდიდატს – ლევან კობიაშვილს, რეზი არველაძესა და მამუკა კვარაცხელიას შორის არჩევანს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგობეჯიშვილის შემცვლელი დელეგატიც მხარს რეზი არველაძეს უჭერს
შემდეგი სტატია“ჰოლიდე ინნ”-ში საარჩევნო ყრილობა დაიწყო