გიორგი ჯანელიძეს ხუთშაბათს კიევიდან თბილისში გადმოასვენებენ (VIDEO)

11156957_446347312192128_1128762866_nროგორც უკრაინულ ტელეკომპანია ,,ესპრესო ტვ,, – ში ბალტია-შავი ზღვის ნაციონალისტთა კონგრესის წარმომადგენელმა თამარა შავლაძემ განაცხადა, გიორგი ჯანელიძის ნეშტს, რომელიც ამ მომენტისთვის მარიუპოლში პოლკ ,,აზოვის,, ბაზაზე იმყოფება, ოთხშაბათს 22 აპრილს თავად ,,აზოველები,, კიევში ჩააცილებენ… ხოლო ხუთშაბათს კიევში, დილის თორმეტ საათზე, თავისუფლების მაიდანზე გიორგი ჯანელიძესთან გამოთხოვების ცერემონიალი გაიმართება…

შავლაძის განცხადებით, ჯანელიძის მეუღლე და ნათესავები 22 აპრილს უკვე კიევში  იქნებიან და ხუთშაბათს 23 აპრილს გიორგი ჯანელიძის ცხედარს კიევიდან თბილისში გადმოასვენებენ…

როგორც თამარ შავლაძე აცხადებს, მიუხედავად ისმისა, რომ გიორგი ჯანელიძე ბოლო წლების მანძილზე თურქეთში ცხოვრობდა და მისი ოჯახი ამჟამადაც თურქეთშია, ჯანელიძის ცხედარს სწორედ თბილისში დაასაფლავებენ.

უკრაინის პატრიარქმა ფილორეტმა, გიორგი ჯანელიძე სიკვდილის შემდეგ უკრაინის სიყვარულისა და ერთგულების მედლით დააჯილდოვა, აცხადებს შავლაძე
/VIDEO/

banner
წინა სტატიაშიმანანა მანჯგალაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმა სააკაშვილიც წვრილმანის გამო ამოიჩემა, როგორც ახლა – მარგველაშვილი
შემდეგი სტატია“პრობლემა პიროვნული დაპირისპირებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში,” – კახა კოჟორიძე რეზიდენციაზე