“პრობლემა პიროვნული დაპირისპირებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში,” – კახა კოჟორიძე რეზიდენციაზე

“ეს პრობლემა პიროვნული დაპირისპირებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში,” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში ათონელის რეზიდენციის თემასთან დაკავშირებით.

კახა კოჟორიძე ამ საკითხის აქტუალობას ყოფილი პრემიერის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ აქცენტებს უკავშირებს.

„მთავრობამ ერთ წელზე მეტია იცის პრეზიდენტის გადაწყევტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება ავლაბრის რეზიდენციაში. დღეს ამ საკითხის კვლავ წამოწევა არის გამოძახილი იმაზე, რომ ბოლო კვირების გამავლობაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა ამაზე აქცენტი“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჯანელიძეს ხუთშაბათს კიევიდან თბილისში გადმოასვენებენ (VIDEO)
შემდეგი სტატია„არ არის გამორიცხული რუსეთის უფლებამოსილება საერთოდ შეწყდეს,“-ჩიორა თაქთაქიშვილი