გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება მნიშვნელოვანი საფრთხეა მთლიანად ეკონომიკისთვის, საბანკო სექტორისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომელმაც სებ-სიგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უარყოფითად შეაფასა.
“ჩვენი პოზიცია საბანკო ზედამხეველობის გამოყოფასთან დაკავშირებით, არის ცალსახად ნეგატიური. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თვითონ კანონმდებლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კანონმდებლობის მიზანი არის პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე. რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე, ამისთვის შორის წასვლა არ არის საჭირო, შეგვიძლია რეგიონის სხვა ქვეყნებში წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა იქ, სადაც ეროვნული ბანკი არის სუსტი, ზედამხედველობა არის სუსტი და არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს ამ მიმართულებით და ის კანონმდებლობა, რასაც დღეს განიხილავენ და რაშიც ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება, არის ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება არის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მთლიანად ეკონომიკისთვის, საბანკო სექტორისთვის.
“ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ რეგიონის ის ქვეყნები, სადაც საბანკო ზედამხედველობა და ეროვნული ბანკი არ დგას თვის სიმაღლეზე, რა პრობლემები აქვთ მათ და რა პრობლემები გვაქვს ჩვენ”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე – თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი – საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, უნიჭო ტყუილია