გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ბანკირად დასახელდა

giorgi qadagidze

გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად დაასახელა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურმალმა the banker-მა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზინდეტი საუკეთესოდ 149 პრეტენდენტს შორის დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბანკში გაიმართა, the banker–ის ევროპის რედაქტორმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ აჩვენა მდგრადობა რყევების მიმართ, მათ შორის, 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და გლობალური ფინანსური კრიზისისას. გიორგი ქადაგიძემ საფუძველი ჩაუყარა მდგრადი საბანკო სექტორის განვითარებასა და ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს, რაც ძალიან მნიშვენლოვანია. დღეისათვის საქართველოში ეკონომიკური და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემებია, რაც კავშირშია გარე ფაქტორებთან. ეროვნული ბანკების სწორი ნაბიჯების წყალობით ბანკები სტაბილურობას ინარჩუნებენ“, – განაცხადა სტეფანი ლინჰარტმა, ჟურნალ ”The Banker”-ის ევროპის რეგიონის რედაქტორმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი აღნიშნა, რომ ეს აღიარება მიუთითებს იმას, რომ ინვესტორები ენდობიან ქართულ ფინანსურ სისტემას.

banner
წინა სტატიაში„იყო საკითხები, რომელზეც მას ჰქონდა განსხვავებული აზრი,” – მანანა კობახიძე თამარ კორძაიაზე
შემდეგი სტატია“იმპორტის შემცირება ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი ფაქტორია”