“იმპორტის შემცირება ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი ფაქტორია”

ქადაგიძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კიდევ უფრო გაუფასურება არ მოხდება.

“იმპორტის შემცირებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ კურსზე გავლენის თვალსაზრისით ეს არის ცალსახად დადებითი ფაქტორი, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას. მოკლევადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა, მასზე ახდენს ბევრი ფაქტორი გავლენას”,-განაცხადა ქადაგიძემ
შეგახსენებთ,რომ საქსტატმა დღეს 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, იმპორტი 2326 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის პერიოდთან შედარებით.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ბანკირად დასახელდა
შემდეგი სტატია“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”