გიორგი მღებრიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, მთელი საქართველო, მთლიანად შს სამინისტრო და თავად, პირადად, პატივს მიაგებენ იმ გმირ ბიჭებს, რომლებიც ქვეყნის მთლიანობას შეეწირნენ.
“ძალიან ძნელია შეუვსოთ ეს სიცარიელე იმ ოჯახებს, რომლებიც მათ დატოვეს თავისი წასვლის შემდგომ. სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს მათ პრობლემის მოგვარებაში. ასეთი ბიჭების და ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე უნდა იზრდებოდეს ჩვენი მომავალი თაობა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა. მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000-ლარიანი ფულადი დახმარება, მათ შვილებს კი IPad Air-ები გადასცა. აგვისტოს ომში დაღუპული ერთ-ერთი თანამშრომლის გია რომელაშვილის შვილს, თამარ რომელაშვილს 8 აგვისტოს 13 წელი უსრულდება. მინისტრმა თამარ რომელაშვილს პირადად მიულოცა დაბადების დღე და საჩუქრები გადასცა. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტიც.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – წითელუბანში ბანერის დადგმასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება
შემდეგი სტატია,,კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ”