გიორგი მღებრიშვილი – წითელუბანში ბანერის დადგმასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება

წითელუბანში ბანერის დადგმასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან მიმართებაში შსს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
“დეტალები ზუსტდება. უფრო მოგვიანებით გავავრცელებთ ჩვენ ოფიციალურ ინფორმაციას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ იქ ვითარება მშვიდია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ბანერის სიახლოვეს შეინიშნება შეიარაღებული პირების სიმრავლეც.
წითელუბნის და ხურვალეთის მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავს იკავებენ.
ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით არსებულ საგუშაგოებზე ქართველმა სამართალდამცველებმა დილიდან მედიის გადაადგილება კვლავ შეზღუდეს. როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი იაგო საური აცხადებს, შეზუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა.
რამდენი ხნის განმავლობაში იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა