გიორგი მღებრიშვილი: მერქვას შს მინისტრი, დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა

“მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის”-ამის შესახებ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის ახალ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

“აწმყო და მომავალი დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულობაზე. სწორედ რომ, მერქვას შს მინისტრი, არის გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობა. დიდ მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულების სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ძირეული რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობდნენ. იმედი მაქვს, ბატონი კახი წარმატებით განახორციელებს,”- აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და საზოგადოებას ახალი მინისტრი თავად წარუდგინა.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ბევრი გადაჯგუფება მოხდება
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი: ეს არის ავანსად გაცემული ნდობა