კახი კახიშვილი: ეს არის ავანსად გაცემული ნდობა

“დიდი მადლობა საქართველოს პრემეირ-მინისტრს, გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა”,- ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის ახალმა მინისტრმა კახი კახიშვილმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ განაცხადა.

“ეს არის ავანსად გაცემული ნდობა. მე საზოგადოების წინაშე ვდებ პირობას, რომ ვიმუშავებ, ერთი მხრივ, სისტემაში წესრიგის შესანარჩუნებლად და მეორე, ვუზრუნველყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება საპყრობილეებში. მადლობა გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩაიბარა,” – აცხადებს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, კახი კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახი კახიშვილია. ის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: მერქვას შს მინისტრი, დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს