გიორგი მარგველაშვილი: ინტენსიური ჩართულობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ დადებით შედეგებს

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველო მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და მჯერა, რომ ინტენსიური ჩართულობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ დადებით შედეგებს, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის დონით კმაყოფილია და მთავრობისა და საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელი გახდება სასურველი მიზნის მიღწევა.
მომავალ რიგის სამიტთან დაკავშირებით რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვას კი ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა უპასუხა.
მისი თქმით, რიგის სამიტი აჩვენებს და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შესაძლებელია მეგობრული და მშვიდობიანი კავშირების ჩამოყალიბება მეზობლებთან.

banner
წინა სტატიაშინაციონალები სენაკში დევნილებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: გუშინდელი ტრაგედიის ფონზე ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა წარმოჩინდა