დავით უსუფაშვილი: გუშინდელი ტრაგედიის ფონზე ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა წარმოჩინდა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქობულეთში გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილის თქმით, მომხდარი ცხადყოფს , რომ ქვეყანაში საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება.

“გუშინდელი ტრაგედიის ფონზე ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა წარმოჩინდა. ასეთ დროს უფრო მეტად ვიწყებთ ფიქრს ისეთ საკითხზე, როგორიც არის უსაფრთხო გარემო – იქნება სახანძრო თუ ყველა სხვა ტიპის უსაფრთხოება. ევროპა, პირველ რიგში ალბათ სწორედ ის არის, სადაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, რათა მსგავსი მოვლენები არ მოხდეს. ახლა არ ვისაუბრებ კონკრეტულ მოდელზე – უნდა იყოს ეს ადმინისტრაციული ხასიათის, თუ საბაზრო ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ჩვენ უცხოეთში ვმოგზაურობთ და სახანძრო სისტემებს ვხედავთ, მეც ბევრჯერ გამჩენია განცდა, ღირს კი ამდენი თანხის ხარჯვა ხანძრის მაქრობლებზე? გუშინ მივიღეთ პასუხი – დიახ, ღირს”,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ადამიანები უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდნენ და მსგავსი ამბები ქვეყანაში არ ხდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ინტენსიური ჩართულობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ დადებით შედეგებს
შემდეგი სტატიაგაერო აშშ-ს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს