გიორგი ვოლსკი: სუბიექტური მოსაზრებებიდან გამოდის პრეზიდენტი

უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები მიუღებელია.

გიორგი ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ამ საკითხში სუბიექტურია.

„სუბიექტური მოსაზრებებიდან გამოდის, ალბათ, პრეზიდენტი, თორემ რატომ უნდა შეუშალოს ან ინვესტიციას ან საფინანსო ორგანოების ნდობას ხელი საზედამხედველო საბჭოდან გამოსვლამ ეროვნული ბანკის პირდაპირი დაქვემდებარებიდან, პირდაპირი უზურპაციიდან? ამაზე არავის აქვს მკაფიო და პროფესიონალური პასუხი, მათ შორის პრეზიდენტსაც,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციისთვის გაუგებარია პრემიერის განცხადება.

უმცირესობაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ამ კანონის მიღება ბანკების გასაკონტროლებლად და ეროვნული ბანკის ფუნქციების შესასუსტებლად უნდა.

“საქართველოს პრემიერი არაადეკვატურია,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აჟიოტაჟი ხელოვნურადაა აგორებული. შესაბამისად, პრემიერი პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: პოლიციელს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის კრიმინალის დამარცხებაში, მათივე ხელით უსწორდებიან
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა ე.წ. “მატროსოვიდან” გლდანის ციხეში გადაიყვანეს