გივი თარგამაძე: პოლიციელს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის კრიმინალის დამარცხებაში, მათივე ხელით უსწორდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე ირაკლი ფირცხალავას მატროსოვის ციხიდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მის მიერ გუშინდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მხილების გამო მოხდა.

„ირაკლი ფირცხალავამ, კორტების სასამართლო პროცესზე პროკურატურა რიგითი სპეცრაზმელების საკნიდან გაყვანისა და ზეწოლის გზით გადაბირებაში ამხილა. ამის საპასუხოდ ის, მატროსოვის ციხიდან გლდანსი გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე ვირთხებითა და მწერებით სავსე სარდაფში გაატარა. დილით გადაიყვანეს საკანში და ადმინისტრაციის დავალებით კრიმინალები მასზე ზეწოლას ახორციელებენ გინებით, მუქარითა და აუტანელი ხმაურით. ამ ყველაფერს კამერაზე იღებენ, რათა ბიძინა ივანიშვილს მიაწოდონ და მან ამ ძალადობით ისიამოვნოს. იგივე მეორდება, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში იყო.
მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფირცხალავა ღიად მოიხსენია მისთვის ყველაზე საშიშ ფიგურად, როცა ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობდა. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ირაკლი ფირცხალავას დაკავება და მასთან ანგარიშსწორება ივანიშვილის პირადი დავალებით ხდება.
მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან პოლიციელს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის კრიმინალის დამარცხებაში, მათივე ხელით უსწორდებიან. მოვუწოდებ მთავრობას შეეგუონ იმას, რომ ეს ხალხი სასამართლოს გზით გამართლდება”,-განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამარჯვებულ ძიუდოისტს ოქროს მედალი ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: სუბიექტური მოსაზრებებიდან გამოდის პრეზიდენტი