გივი თარგამაძე: ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში გადააყენოს მთავრობა და არა ცალ-ცალკე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ბევრ რაიონში კორუფციას გაამხელენ.

“მიუხედავათ იმისა თუ რა უმსგავსობას სჩადიან გურჯაანში თუ სხვაგან, ხელისუფლება აცნობიერებს იმას რომ ვერ აცდება მხილებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაიძულეთ ივანიშვილი, რომ ამ ყველაზე კორუმპირებული რგოლის მინისტრი მოეხსნა ანუ ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის კორუპციული სქემის მთავარი რგოლის მთავარი მინისტრი. ჩვენ რაც ინფორმაცია გვქონდა გახსოვთ, მივაწოდეთ ჯავახიშვილს ინფრასტრუკტურის მინისტრის მოადგილეს, რომელიც ეხლა ალბათ უკვე მინისტრი გახდება. აქედან გამომდინარე, მას ექნება არჩევანი გააგრძელოს ფულის კეთება ან მოერიდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გააგრძელებს. მე ერთი რამ მინდა ვთქვა ჩვენ ყველგან გურჯაანში და სხვა რაიონებში, მივაღწევთ იმას, რომ ვამხელთ კორუფციას. ჩვენ ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში გადააყენოს მთავრობა და არა ცალ-ცალკე”,– განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტით მკურნალობა უფასო იქნება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2531 ლარია