ირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტით მკურნალობა უფასო იქნება

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები აბსოლუტურად უფასო იქნება. საქართველოში C ჰეპატიტიტის სამკურნალო ახალი პროექტი უნდა ამოქმედდეს.

მთავრობასა და პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის შესახებ ხელმოწერის ცერემონიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს არის ისტორიული დღე, რადგან დღევანდელ მემორანდუმზე ხელმოწერით ასეულობით ათასი მოქალაქე განიკურნება C ჰეპატიტიტსგან.

„საფუძველი ეყრება საზოგადოებრივ ჯანდაცვს უპრეცენდენტო პროექტს, რომლის ანალოგიც მსოფლიოშიო არ მოიძებნება. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელიც სრულად აღმოფხვრის ამ უმძიმეს დაავადებას. პროგრამა ხორციელდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიულიო პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კერძოდ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაწილეობით,“ -განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა ასევე მოკლედ შეაფასა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების შედეგები.

„საქართველოს მოსახელობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა , ოჯახები ხირად ც ჰეპატიტის ბრძოლის დროს იძუილებულნი იყვენენ აეღოთ სესხი, ან გეყიდათ საკუთარი სახლი. ამიტომაც ადამიანები მხოლოდ უკიდრიუეს შემტხვევაში მიმარითავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. დღეს ცვენ ამ რეალობას ვცვლით. ჩვენი მთავორბის გატარებულმა რეფორმებმა უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოიხსნა ფინანსური ტვირთი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტისთვის უფრო მეტი იქნებოდა ობიექტურობა, ვიდრე სუბიექტურობა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში გადააყენოს მთავრობა და არა ცალ-ცალკე