გიგი უგულავა და მისი მხარდამჭერები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ დაესწრებიან

15 თვიანი პატიმრობის დასასრული

გიგი უგულავას მხარდამჭერები 22:00 საათზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ დაესწრებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე მხარდამჭერმა განუცხადა, რომლებიც სასამართლოს ჰოლში განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდნენ.
მათ ერთად დატოვეს სასამართლოს შენობა და ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სხდომას არ დაესწრებიან. “ჩვენ სხდომას არ დავესწრებით, დარბაზში შევიდეს მხოლოდ სუსი”, – განაცხადეს მხარდამჭერებმა და შენობიდან გავიდნენ.
ამასთან, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიგი უგულავა განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება, რადგან “ეს დაცინვაა და ამ ფარსს დარბაზში არ მოისმენს”. “სუსი არის ყველგან”, – დასძინა ბოკერიამ
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უგულავას დაკავება სასამართლოს ეზოში მოუწევთ. შენობაში ამ დროისთვის მედია, მანდატურები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში„სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“
შემდეგი სტატია,,კარგი 24 საათი იყო. წაიყვანენ ახლა ციხეში”