„სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, სასამართლომ ოქროპირიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ნეფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, რისი მოლოდინიც ბრალდების მხარეს ჰქონდა.

„ოქროპირიძეს ახალი ბრალდება წარდგენილი ჰქონდა 2015 წლის 8 ივნისს პატიმრობაში ყოფნის დროს და სწორედ 8 ივნისს გამოვლინდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები და სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო ახალი 9 თვიანი ვადის ათვლა. შესაბამისად, ამ პატიმრობაზე 9 თვიან ვადაში უნდა ჩათვლილიყო ერთადერთი დღე, რომელიც ოქროპირიძემ გაატარა მახარაძის მკვლელობის საქმეზე, ჩვენს მიერ განსახილველ საქმეზე ბრალის წარდგენიდან, აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებამდე. ანუ 8 ივნისს წარედგინა ბრალი, 9 ივნისს კი შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რისი მოლოდინიც ჰქონდა ბრალდების მხარეს და ეს გადაწყვეტილება დასაბუთებულია“, – განაცხადა ნეფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ხვალ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა და მისი მხარდამჭერები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ დაესწრებიან