გიგი უგულავას საქმის მოსამართლეზე ზეწოლას გედევან ფოფხაძე გამორიცხავს

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზეწოლას გამორიცხავს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის გამარტებით, განაჩენი თავისუფალმა სასამართლომ გამოიტანა. უმრავლესობის წარმომადგენელმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზეც. გედავან ფოფხაძე ზეწოლის ფაქტების არსებობის შემთხვევაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმის გამოძიების დაწყების შესაძლებლობაზეც საუბრობს.

„მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფორმალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო უხერხული. თუ მერაბ ტურავას ქმედება ვიღაცას არ მოსწონს და თავს ესხმის, მერე ბუნებრივია გამოჩნდება ვიღაცა ვისაც არ მოეწონება პაპუაშვილის ქმედება და იმას დაესხმის თავს. ინსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი და მერაბ ტურავას და გიორგი პაპუაშვილს უნდა ვცეთ პატივი, როგორც ინსტიტუციის წარმომადგენლებს,“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პარლამენტმა ჯარს უცხოეთში ბრძოლის უფლება მიანიჭა
შემდეგი სტატიასირიის კრიზისი: აშშ-ს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებმა მოლაპარაკება გამართეს