იაპონიის პარლამენტმა ჯარს უცხოეთში ბრძოლის უფლება მიანიჭა

იაპონიის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების საზღვრებს გარეთ ოპერაციის ჩატარების უფლება ეძლევათ.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, იაპონიის მოკავშირეებთან კაპიტულაციის შემდეგ იაპონიის ჯარს მსგავსი უფლება არ ჰქონია.

კენჭისყრა რამდენიმე საათით გადაიდო ოპოზიციის პროტესტის გამო, რომელიც კანონის ჩაგდებას აპირებდა. პარლამენტთან კი ხალხი აპროტესტებდა კანონპროექტს.
ბევრი იაპონელი მხარს უჭერს ქვეყნის ომისშემდგომ პაციფისტურ კონსტიტუციურ პოლიტიკას.

პრემისრ-მინისტრ სინძო აბეს განცხადებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება აუცილებელი იყო, თანამედროვე გამოწვევების, კერძოდ, კი ჩინეთის მხრიდან არსებული საშიშროების საპასუხოდ.

კანონპროექტს 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 90-ის წინააღმდეგ.

iaponia1

banner
წინა სტატიაში„პაპუაშვილი მიშას მარიონეტი”-აქცია გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას საქმის მოსამართლეზე ზეწოლას გედევან ფოფხაძე გამორიცხავს