გია ვოლსკი: გარიცხვა და რადიკალური ზომები როგორ შეიძლება?

დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს შორის შექმნილი უთანხმოების გამო არც ზაქარია ქუცაშვილის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის და არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეცვლის საკითხი არ დგას.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ფრაქცია “ქართული ოცნების” დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ იმ კრიტერიუმებზე ისაუბრებენ, რაც სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული და, რასაც დეპუტატებს შორის უთანხმოება მოჰყვა.
“როგორ გეკადრებათ. მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ხელმისაწასვდომი და გამჭვირვალეა პროცესი. გარიცხვა და რადიკალური ზომები როგორ შეიძლება? რამდენი ერთმანეთს რაღაც თემაზე ვეკამათებით, ტრაგედიად ხომ არ ვაქცევთ? – პირიქით, ხვალინდელი დღეც სწორედ ასეთი უნდა იყოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება უშუალოდ მმართველი გუნდის ნაწილსა და დავით საგანელიძეს შორის შექმნილ უთანხმოებას, გია ვოლსკის თქმით, ის იზიარებს ზაქარია ქუცნაშვილის და სხვა კოლეგების მოსაზრებას, რის გამოც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მე-20 ხელმომწერი იქნებოდა.
“არაკოორდინირებული ცოტა მძიმე ნათქვამი მგონია, მაგრამ რაღაც თემები არსებობს, რომელზეც მეტი ურთიერთობა და კომუნიკაციაა საჭირო. ალბათ ეს იმანაც განაპირობა იმან, რომ ზოგიერთი დეპუტატი აქ არ იყო, პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაც ისე ჩატარდა, რომ რამდენიმე წევრი არ ვიყავით საქართველოში. თუმცა ყველაფერი მოგვარებადია. ვფიქრობთ, ცოტა უტრირებულიცაა ის პრობლემები, რომლებზეც მედიაშია საუბარი.
რაც შეეხება განცხადებას, “მეც ვიქნებოდი მე-20 ხელმომწერი”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირაფალიანცის საქმის ხელახალი გამოძიება იწყება?
შემდეგი სტატიაყინულზე დაწერილი მინსკის შეთანხმება