გერმანიაში 16 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

გერმანიაში 16 ათასი ადამიანია ევაკუირებული ბომბის გამო

გერმანიაში 16 ათასი ადამიანია ევაკუირებული ბომბის გამოლანგენჰაგენსა და ჰანოვერის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. დაახლოებით 16 ათასი ადამიანის უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მშენებლებმა მეორე მსოფიო ომის დროინდელი სამი აუფეთქებელი ბომბი იპოვეს. ამის შესახებ გერმანულმა არხმა NDR გაავრცელა ინფორმაცია.
ევაკუაცია დილით 9 საათზე დაიწყო. ახლოს მდებარე ავტობან N2-ზე მოძრაობა გადაკეტილია. თუკი ბომბების გაუვნებელყოფა წარმატებით დასრულდება, მოძრაობა ხელახა აღსდგება.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბების გამო მცხოვრებთა ევაკუაცია პირველი შემთხვევა არ არის გერმანიაში. მაისში ანალოგიური შემთხვევა მოხდა კიოლნში. 2011 წელს კი ყველაზე მასშტაბული ევაკუაცია მოხდა – ბომბის გამო 45 ათასი ადამიანი გადაადგილდა კობლენცში.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდუსერ კახა მამულაშვილს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაკიევი და სეპარატისტები ერთმანეთს მშვიდობის დარღვევაში ადანაშაულებენ