მთავარმა პროკურატურამ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდუსერ კახა მამულაშვილს ბრალი წარუდგინა

მთავარმა პროკურატურამ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდუსერ კახა მამულაშვილს ბრალი წარუდგინა

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBSმთავარმა პროკურატურამ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდუსერ კახა მამულაშვილს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მიმართავს.

კახა მამულაშვილი, “მამულიჩა” ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში 16 ათასი ადამიანი ევაკუირებულია