,,გემს მიხედეთ, ქოცებო, გემს! თქვენ რო კაპიტანი გგონიათ, ის თქვენი გემის არ არის,,

ირინა სარიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს და ამ პროცესებზე მმართველი პარტიის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება…

,,ნეტა ტვინს არ იღრძობდეთ და ჭკუიდან არ გადაცდებოდეთ მომეტებული სიხარულისგან ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესების გამო, ბრძენთაბრძენებო… 🙂

რას აზროვნებთ ან რა გიხარიათ?
თქვენთვის სულერთი არაა, ეხლა რაც ხდება?
ვინც არ უნდა წავიდეს ან მოვიდეს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი “მოთამაშე”,ანუ ორი ავტორიტეტი რჩება, ვინც პროცესებზე გავლენას ახდენს: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. მესამე ფიგურის ან მით უმეტეს, პოლიტიკური ძალის შემოსასვლელი დრო და ადგილი აღარ არის, ისევე, როგორც მესამე გზის – ნეიტრალიტეტის.
ჰოდა თქვენ რა გიხარიათ, ქოცმხარდამჭერებო?
აი თქვენ რა მერე ჰა?
გეტყოდით, რაც… კარგად ვარ გაზრდილი 

ან თქმა რად გინდათ, ეხლაც ეგრე არ ხართ? 

P.S. მე ხო ბედი არა მქონია რა
ნეიტრალიტეტი მინდოდა და აღარ არის რეალური (და ვინ იცის, ეგებ არც არასდროს არ იყო.
მესამე პოლიტიკური ძალა მინდოდა და ეგეც ფაფუუ.

მოკლედ, როგორც ჩემი მეგობარი გოგია იტყოდა, გლეხიკაცითვინა არაფელი არალიიი…

გემს მიხედეთ, ქოცებო, გემს! თქვენ რო კაპიტანი გგონიათ, ის თქვენი გემის არ არის!

სტატუსი: ყველაფერი კარგად იქნება. ,, წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი – ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტი პროფესიულად ცუდად მომზადებული ინიციატივაა
შემდეგი სტატიამარადონა: ფიფაში სიცრუე უნდა დამთავრდეს და ბლატერი უნდა მოშორდეს