,,გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?””

გარდაცვლილი ჯარისკაცის თამაზ თამარაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. გარდაცვლილის ახლობლები სამხედრო ნაწილის მეთაურობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
როგორც ჯარისკაცის დედა მაყვალა ჩიტიშვილი აცხადებს, ჯარისკაცი სტაციონარში დროულად არ გაიყვანეს.
“იწვა და გაუარდაო, ასე გვითხრეს მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?” – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ჯარისკაცის მეუღლე მანანა აკოფია თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცავს.
მისი თქმით, სისხლიგან რომ დაიცალა და მოკვდა მერე გადაიყვანეს სტაციონარში, “მანამდე ყაზარმაში ერთი კაციც კი არ იყო”.
გარდაცვლილი ჯარისკაცი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თამაზ თამარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

banner
წინა სტატიაშიმომავალი კვირის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ თავს “დეჟა ვუ” ხდება