მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

როგორც გვაზავამ აღნიშნა, ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

“ნალექიანი ამინდები 7 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – განაცხადა გვაზავამ.

banner
წინა სტატიაში„ქიბარ ხალვაში არ ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, ის იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის“
შემდეგი სტატია,,გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?””