გაუგებარია რას ემსახურება ეს შეხვედრა – ფანჯიკიძე კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე შეშფოთებულია საქართველოში რუსეთის მზარდი პროპაგანდის გაძლიერებით.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება კორექტული არ იყო.
“რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს აქამდე ვხედავთ პრობლემებს. ჩვენ როცა ხელისუფლება დავტოვეთ, გვქონდა გარკვეული ვალდებულები, რომელიც ამჟამად არ სრულდება იმ ტემპით როგორც ეს უნდა კეთდებოდეს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ნატოში ჯერ კიდევ არ არის ელჩი დანიშნული.
“რატომ ჭიანურდება ეს პროცესი, გაუგებარია. არადა 2015 წლის ბოლოსთვის საწვრთნელი ცენტრი უნდა ამოქმედდეს საქართველოში. ამ სიტუაციაშია არ გვყავს წარმომადგენელი, რაც ხელს უშლის გეგმების განხორციელებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე ისაუბრა აბაშიძე-კარასინის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი შეხვედრა თებერვილის ბოლოს არის დანიშნული და ჯერ გარკვეული არ არის თუ რაზე იქნება საუბარი.
“ის ერთი თემა, რომელიც დასახელდა, შვეიცარულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ის საკითხი, რომელიც საქართველომ და რუსეთმა ორმხრივ ურთიერთობებში უნდა განიხილოს. გაუგებარია რას ემსახურება ეს შეხვედრა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიკანადა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს
შემდეგი სტატია,,შევაიარაღოთ უკრაინა და დავსაჯოთ რუსეთი… უარი დიპლომატიას,, აცხადებენ ამერიკელი სენატორები