განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სამართალდამცველებმა 1957 წელს დაბადებული დავით მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 15 შეკვრა და ერთი ნატეხი აღმოაჩნდა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 3,7671 გრ. მეტადონს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დავით მ-ს მეტადონის მოხმარების ფაქტიც დაუდგინა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინემცოვის საქმეზე კიდევ ორი ჩეჩენი დააკავეს
შემდეგი სტატია“ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით,” – ბარაკ ობამა