“ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით,” – ბარაკ ობამა

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიღო. მხარეებმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმების განსახორციელებლად საერთაშორისო მონიტორინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

“ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით. ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც კანცლერმა ანგელა მერკელმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეასრულეს მინსკის შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა გასული წლის გამოცდილებიდან ვიცით, რომ თუ არ განვახორციელებთ მონიტორინგს ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავს,” – განაცხადა აშშ-სი პრეზიდენტმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მტრები დასავლური სამყაროს პოლიტიკური საზოგადოების დასუსტებას ცდილოვბენ.

“ჩვენ დღეს მოწმე ვართ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა. ჩვენი მტრები, რომლებიც იყენებენ პროპაგანდის იარაღს, არღვევენ მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს და ძალადობენ. მათ დასავლური სამყაროს პოლიტიკური საზოგადოების დასუსტება სურთ. ისინი ჩვენს გახლეჩას ცდილობენ,” – განაცხადა დონალ დტუსკმა.

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში. ფედერიკა მოგერინის თქმით, ის, რაც უკრაინის აღმოსავლეთში ხდება, ბალკანეთის ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისია ევროპისთვის.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამცხეთის გამგეობის თანამშრომელმა საწარმოს დირექტორს, ქრთამის სახით, 4 ათასი ლარი მოსთხოვა