განათლების მინისტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია

სანიკიძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდა.
როგორც “თაიმერს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა 4 სესიად ტარდება, პირველ სესიაზე 426 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე 416 აბიტურიენტი გამოცხადდა.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 1687 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პირველ გამოცდაზე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა 1655 აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო გამოცდას გამოეთიშა 32 აპლიკანტი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპაციენტს ოპერაციაზე შეყვანისთანავე გული გაუჩერდა
შემდეგი სტატიათბილისში ურბანული პროექტი „მომავლის ქალაქი” იწყება