“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ

აგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება? - ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ. არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან... - ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.­ - ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიე­რთგაგების­ დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია. - აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ

“ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია””მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები­ და კომპანიების დახმარება მჭირდება”

რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს­ მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” საქართველოს ინფრა­სტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ­ ჯავახიშვილს ესაუბრა

"ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია"  "მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები­ და კომპანიების დახმარება მჭირდება"  რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს­ მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე საქართველოს ინფრა­სტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ­ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:  - სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებ­ლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა.   შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს,   მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება.   - სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.  - გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო...    - ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგა­დოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს?  - თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს... მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს "ამბროლაურის გზა" ასრულებს...  სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია.  ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ "ჯავახ ავტოგზა" იგებს.   - ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოც­ხადე­ბულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილ­ობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია­ "მშენებელი" იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ "მშენებელს" გადაულოცა...  - ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­   - თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან­ ინფ­ორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება?  - ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება   გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ.   არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან...  - ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.­ - ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიე­რთგაგების­ დონეს მაინც მივაღწიეთ.   შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ.  სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო.  არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია.  - აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ "ნაციონალებისგან" მოსყიდულები უწოდეთ.  - ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი,­ თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენ­ებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა - მე "ნაცმოძრაობის" მმართვ­ელობის დროს საქარ­თველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდ­ის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებ­საც­ "ქართუ ბანკში" მაშინ არსებული დარღვე­ვების შესახებ რეაგ­ირება არ მოუხდენ­იათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს.   ამირან გიგუაშვილი, ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე:  - პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს­ და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან "ცივი შხაპი" სჭირდებათ.   ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში,­ ინერტულობის შეგრძნება მძაფ­რდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებ­ულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადო­ებაში ინოვაციურ­ობისა და მოძრაობის ნაკლ­ები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტ­ილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში­ არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორ­მებით არიან დაკავებული.   მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!
– სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებ­ლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ – ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს,

მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება.

– სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.
– გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო…

– ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგა­დოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს?
– თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს… მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს “ამბროლაურის გზა” ასრულებს…

სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია.
ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ “ჯავახ ავტოგზა” იგებს.

– ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოც­ხადე­ბულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილ­ობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია­ “მშენებელი” იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ “მშენებელს” გადაულოცა…
– ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­

– თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან­ ინფ­ორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება?
– ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე – გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ.

არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან…

– ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.­
– ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიე­რთგაგების­ დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ.სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო.არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია.

– აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ “ნაციონალებისგან” მოსყიდულები უწოდეთ.
– ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი,­ თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენ­ებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა – მე “ნაცმოძრაობის” მმართვ­ელობის დროს საქარ­თველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდ­ის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებ­საც­ “ქართუ ბანკში” მაშინ არსებული დარღვე­ვების შესახებ რეაგ­ირება არ მოუხდენ­იათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს.

ამირან გიგუაშვილი, ორგანიზაცია “პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე:
– პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს­ და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან “ცივი შხაპი” სჭირდებათ.

ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში,­ ინერტულობის შეგრძნება მძაფ­რდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებ­ულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადო­ებაში ინოვაციურ­ობისა და მოძრაობის ნაკლ­ები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტ­ილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში­ არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორ­მებით არიან დაკავებული.

მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!

“კვირის პალიტრა”

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიავალერი კვარაცხელია-ის იმედები, რაც „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლასთან იყო დაკავშირებული ქრება და ილევა