23 სექტემბერს დილით გალის ცენტღში დიდი სისწრაფით მიმავალი ,,მერსედესის,, მარკის ავტომობილი სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა…
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საწრაფოდახმარების მანქანა გზიდან გადავარდა… შედეგად კი, სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე – ლია ჩხოტუა, მედდა – თეა ჭედია და პაციენტი – ნორა ხასაია ადგილზე გარდაიცვალნენ…
მრავალმხრივი ტრამვებით გალის საავადმყოფოში გადაყვანილნი არიან: ,,მერსედესის,, მძღოლი ბადრი ქობალია, დაღუპული პაციენტის ნორა ხასაიას მეუღლე (რომელიც ასევე სასწრაფოს მანქანაში იმყოფებოდა) და სასწრაფოს მძროლი ნიკოლაი დროგანი.
www.timer.ge