მთავრობის სხდომის დაწყებამდე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საბერძნეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დავით ბაქრძის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთშია და კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა კრიზის გამო მათი მდგომარეობის შემსუბუქება მოხდეს.
“გავაკეთებთ მაქსიმუმს მათი საქმიანობის გაგრძელებას, მათ მიერ მისაღები თანხების უზრუნველყოფას, რომ გადმოგზავნის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ. ის დახმარება, რომელსაც ოჯახებს უწევენ, შენარჩუნდეს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით.