„საჯარო სამსახურის რეფორმა უპრეცედენტო და რევოლუციური იქნება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურის რეფორმის დაწყება უმნიშვნელოვანესი პროცესია.

როგორც ღარიბაშვილმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს, ადამიანების დაწინაურება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებას, რაც, მისი თქმით, აღნიშნული რეფორმით საბოლოოდ დასრულდება.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, აღნიშნული რეფორმა ევროკავშრის მოთხოვნაცაა, რომელსაც საქართველო ვადაზე ადრე შეასრულებს.

„საჯარო სამსახურის რეფორმა იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ჩვენ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს და რომ ეს იქნება კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული სამსახური. ეს რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. წინა ხელისუფლების დროს, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანის შერჩევა, დაწინაურება და ეს არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით. ასევე, ადგილი ჰქონდა ადამიანების სამსახურიდან გაშვებას პოლიტიკური ნიშნით და ეს უნდა დავასრულოთ. მინდა მადლობა ვუთხრა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს და ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს, რომლებმაც მართლაც დიდი სამუშაო გასწიეს და ასევე ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. რაც მთავარია, ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და ჩვენ ამას ვადაზე ადრე შევასრულებთ. ეს კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და პარლამენტი დაიწყებს განხილვას. მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება უპრეცედენტო და რევოლუციური რეფორმა, რადგან მოწესრიგდება ეს სისტემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გავაკეთებთ მაქსიმუმს,”-დავით ბაქრაძე საბერძნეთის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაუეფას სუპერ თასი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას იწყებს