“გაერთიანებული დემოკრატები” დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

თბილისის მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკრებულო საქმის კურსში არ ჩააყენა, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაზა ვეკუამ კომენტარი გააკეთა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, “გაერთიანებული დემოკრატები” ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს გაეცნენ და ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.
ზაზა ვეკუას თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის თანახმად, ბიუჯეტი იზრდება ტრანსფერის ხარჯზე, რომელიც ოლიმპიადის მოსაწყობად არის გათვალისწინებული.
“შენიშვნები ბევრი გვაქვს, პირველ რიგში, ეს ეხება მერიაში შტატების გაზრდას, თვალში მოსახვედრია მარგიშვილისთვის 2 მილიონ ლარამდე თანხის გამოყოფა. მერიამ საკრებულო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა. როგორც ჩანს, იციან, რომ ერთიანი გუნდია და საჭიროდ არ მიიჩნევენ ოპოზიციის საქმის კურსში ჩაყენებას”, – აღნიშნა ზაზა ვეკუამ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, საკრებულოს სსდომაზე უმრავლესობა ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს ტაშის გრიალით მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მერია ჯანდაცვისა და ბაღების დაფინანსების შემცირებას აპირებს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ის ლიდერი განცხადებას ავრცელებს