პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ის ლიდერი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ის ლიდერი განცხადებას ავრცელებს

მე მსურს გამოვეხმაურო ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერის ბატონი ირაკლი ალასანიას სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ჩემმა კოლეგამ საქართველოს მთავრობის მეთაური და ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ხელშეშლაში.
მიმაჩნია, რომ სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების ყველაზე ოპტიმალური გზა ეს არის მზადება ომისთვის და მშვიდობის მშენებლობა.
პარტია ,,რეფორმატორები’’ მოვითხოვთ, რომ პრემიერ–მინისტრმა დაუყონებლივ უნდა გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აუხსნას მიზეზები, რის გამოც საქართველომ უარი თქვა თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერებაზე და მემორანდუმის ვადების გასვლის გამო დაკარგა არსებითი თავდაცვითი შესაძლებლობების მიღების შანსი. აქვე მინდა გამოვთქვა მოსაზრება, რომ ნაკლებად გონივრული და არაარგუმენტირებული მიზეზების გაცხადების შემთხვევაში ზემოაღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა დაინტერესდეს საქართველოს პარლამენტი და სამართალდამცავი ორგანოები.
ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს უფლება შიდა პოლიტიკური დაპირისპირების და დილეტანტიზმის გამო დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები და მსგავს შემთხვევებს აუცილებლად უნდა სწავლობდეს პარლამენტის სპეციალური კომისია და სამართალდამცავი უწყებები.

ირაკლი ღლონტი
პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’
ლიდერი

banner
წინა სტატიაში“გაერთიანებული დემოკრატები” დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – ურთიერთობები, რომელიც საკრებულოს ფრაქციის წევრებთან მაკავშირებს, არასდროს გაქრება