„გაერთიანებული დემოკრატები“ გურჯაანის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვენ

კახეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი რაიონის პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

მისი განცხადებით, მას შემდე რაც ამ თანამდებობაზე კრაწაშვილი დაინიშნა, რაიონში არსებული კრიმინალური მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„თვე არ გავა, რომ დანაშაული არ მოხდეს. ბოლო დროის მკვლელობა კი იმის საფუძველს გავძელევს, რომ პოლიციის უფროსი და ხელმძღვანელი პირები უმოქმედოები არიან და კრიმინალების შესაჩერებლად პრევენციულ ღონისძიებასაც ვერ ატარებენ. განა კი რა ვალდებულება აქვს აღებული პრემიერ-მინისტრის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს გურჯაანის პოლიციის უფროსის ოჯახთან, რომ ამ დრომდე სამსახურიდან არ უშვებენ კრაწაშვილს. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს შინაგანს საქმეთ სამინისტროსგან რომ მოახდინოს რეაგირება და თანამდებიდან გადააყენე რაიონის პოლიციის უფროსი“, – აცხადებს შოშიაშვილი.

გიორგი კრაწაშვილი შსს-ს გურჯაანის პოლიციის მთავარის სამმართველოს უფროსად 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანადე კი კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააწყურში, მეწყერით დაზარალებულებს ბინებს შეუძენენ