ბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრა დასრულდა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რომელზეც საბერძნეთში არსებული ვითარება განიხილეს. ევროჯგუფს დღეს საბერძნეთის სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხი არ განუხილავს. ამის შესახებ ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, საბერძნეთის დელეგაციაზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დელეგაცია ამ შეხვედრაზე მომზადებული შეთანხმებით გაემგზავრა. დღეს იმართება ევროკავშირის მეთაურთა საგანგებო სამიტი, რომლის დაწყებამდე საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრას მართავს.

banner
წინა სტატიაშიპამელა ანდერსონის წერილი პუტინს
შემდეგი სტატია“საგადასახადო პოლიტიკაზე საუბარი ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება”